Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

2011 წლის 28 ნოემბერს სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ საქმის არსებითად განხილვის შედეგად დაადგინა გამამართლებელი განაჩენი

17-12-2012
2011 წლის 28 ნოემბერს სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ საქმის არსებითად განხილვის შედეგად დაადგინა გამამართლებელი განაჩენი

2011 წლის 28 ნოემბერს სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ საქმის არსებითად განხილვის შედეგად დაადგინა გამამართლებელი განაჩენი ბრალდებულების - ი.ა.-ს და პ.კ.-ს მიმართ, რომელთაც ბრალი ედებოდათ ა.ნ.-ს თევზსაშენი მეურნეობიდან თევზის ფარულად დაუფლების ფაქტს. აღნიშნული პირები ბრალდებულად იყვნენ ცნობილნი  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად 2011 წლის 14 სექტემბერს პ.კ და ი.ა წინასწარ შეთანხმდნენ, რომ ა.ნ.-ს თევზსაჭერი მეურნეობის აუზიდან ფარულად დაუფლებოდნენ თევზს, რაც იმავე დღეს მოიყვანეს სისრულეში - მართლსაწინააღმდეგოთ დაეუფლნენ 43 კილოგრამ თევზს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 387 ლარის ზიანი.

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულებმა თავი არ სცნეს დამნაშავედ და მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენი.

სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხული კ.ნ.-ს ჩვენებიდან დადგინდა, რომ სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში მას საკუთრებაში აქვს თევზსაჭერი მეურნეობა, რომელშიც რამდენიმე წლის განმავლობაში ეწეოდა თევზის წარმოებას. ბოლო წლებში უსახსრობის გამო შეჩერებული ჰქონდა საქმიანობა და თავის ახლობლებს ნებას რთავდა ეთევზავათ. მათ შორის იყო მისი სოფლის მკვიდრი პ.კ. პოლიციამ შეცდომით დაკითხა მისი მამა ა.ნ. რომელიც არ არის აღნიშნული თევზსაშენი მეურნეობის განმკარგავი.

სასამართლომ ბრალდებულები პ.კ. და ი.ა. 2012 წლის 28 ნოემბერს უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მათ მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია