Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

statistika

2013 წლის ინფორმაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

06-02-2014

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს:

მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა. შ. 

2013 წლის განმავლობაში სამტრედიის რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა ორი მომართვა, ასევე ორ-ორი მომართვა შემოვიდა ხონისა და ვანის მაგისტრატ სასამართლოებში   ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოდან”. ასევე შემოვიდა ორი განცხადება - ერთი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისაგან და ერთი მოქალაქისაგან. აქედან მომართვები შეეხებოდა სტატისტიკური მონაცემების მოთხოვნას, ხოლო განცხადებები მასალების ასლების მიწოდებას. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში, ასევე ხონისა და ვანის მაგისტრატ სასამართლოებში არ შემოსულა. 

საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული

კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის  დისციპლინური

სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია