Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

05-06-2014
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. პროგრამის მიზანია მოზარდები იყვნენ ინფორმირებულები ქვეყანაში მოთხოვნადი პროფესიებისა და დასაქმების ადგილებთან დაკავშირებით. შეხვედრისას მოსწავლეებმა მიიღეს ზოგადი ინფორმაცია საერთო სასამართლოების სტრუქტურის შესახებ. 

გაეცვნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს და ამ კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკას, დაათვალიერეს სასამართლოს შენობა და სხდომათა დარბაზები, დაინტერესდნენ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სისხლის სამართლის საქმეების განხილვის პროცედურებით, რაზედაც მიიღეს შესაბამისი განმარტებები. მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს თანამშრომელთა გულისხმიერებით. ზუგდიდის რაიონული სასამართლო მომავალშიც გააგრძელებს მოზარდებთან მსგავსი ტიპის საინფორმაციო-შემეცმებითი ხასიათის შეხვედრების გამართვას

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია