პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1984 წლის 30 აპრილს ქ. ზუგდიდში.
განათლება
2001 წელს დაამთავრა ქ. თბილისის იან ამოს კომენსკის სახელობის 24-ე საშუალო სკოლა.
2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2018 წელს დაამთავრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2026 წლის 11 თებერვალს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მიენიჭა საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის აკადემიური ხარსიხი.
2010 წლის 14 დეკემბერს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2014 წლის 27 სექტემბერს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში.
2019 წელს გაიარა ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების (სისხლისსამართლებრივი ასპექტები) სასწავლო კურსი.
2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2007-2008 წლებში მუშაობდა შპს "საერთაშორისო მუდმივმოქმედ არბიტრაჟში" სხდომის მდივნად.
2008-2010 წლებში იყო ა(ა)იპ "სპექტრი 2+" იურისტი.
2012 წელს იყო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სხდომის მდივნის შემცვლელი.
2013 წელს იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მეოთხე დაწესებულების სოციალური მუშაკი.
2014 წელს იყო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის შემცვლელი.
2015-2016 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი.
2016 წელს იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი.
2016-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის თანაშემწე.
2018-2019 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის თანაშემწე.
2021 წლის ივნისიდან არის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.
2022 წლის დეკემბრიდან მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში.
2021-2025 წლებში იყო შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
2026 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის ბათუმის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი.