თუ ბრალდებული უარს არ განაცხადებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს საქმეებს შემდეგი დანაშაულის ნიშნებით:
· განზრახ მკვლელობა - სსკ-ის 108-ე- მუხლი;
· განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში- სსკ-ის 109-ე მუხლი;
· ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა -
სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილები;
· სისტემატიური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება ჩადენილი:
ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
გ) დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით;
დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ;
ე) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;
ვ) შეკვეთით;
ზ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;
თ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ი) არაერთგზის;
კ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
ლ) ჯგუფურად;
მ) იარაღის გამოყენებით.
სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილი;
· ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა - სსკ-ის 1351 მუხლი;
· თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი:
ა) დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;
ბ)უცხოეთის ოფიციალური წარმომადგენლის ან საერთაშორისო სამართლებრივ დაცვას დაქვემდებარებულის მიმართ;
გ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი გაადვილების მიზნით;
დ) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ე) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
· სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილები;
· მძევლად ხელში ჩაგდება - სსკ-ის 144 მუხლი;
· წამება - სსკ-ის 144 1 მუხლი;
· წამების მუქარა - სსკ-ის 1442 მუხლი;
· დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა ჩადენილი:
ა) მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) არაერთგზის;
დ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ე) ჯგუფურად;
ვ) ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით, მათი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის გამო;
ზ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ;
თ) შეკვეთით;
ი) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით.
სსკ-ის 1443 მუხლის მე-2 ნაწილი;
· უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში.
სსკ-ის 146-ე მუხლის მე-2 ნაწილი ;
· განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება.
სსკ-ის 147-ე მუხლი;
· ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უკანონო მოთავსება ან დაკავება.
სსკ-ის 149-ე მუხლი;
· ფალსიფიკაცია, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
სსკ-ის 197-ე მუხლით მე-4 ნაწილი;
· ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
სსკ-ის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილი;
· აფეთქება.
სსკ-ის 229-ე მუხლი. |