Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

iusticiis umaRles sabWosa da sasamarTlo sistemaSi staJirebis gavlis wesi

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სასამართლო სისტემაში სტაჟირების გავლის წესი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს N1/28-2006 გადაწყვეტილება, 2006 წლის 10 მარტი

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1.

1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს რაიონულ (საქალაქოდა სააპელაციო სასამართლოებში (შემდგომში -სასამართლოსტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
2. 
ამ წესით გათვალისწინებული დებულებები გამოიყენება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში (შემდგომში -საბჭოსტაჟირების გავლის შემთხვევაში.

მუხლი 2.

მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისმათი პროფესიული განვითარებისპრაქტიკული უნარჩვევებისგამომუშავებისა და სრულყოფის მიზნითსაბჭო და სასამართლო ახალგაზრდა სპეციალისტებს უქმნის დამოუკიდებელიმუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.

მუხლი 3.

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
სტაჟირება - სასამართლოს აპარატში (სტრუქტურულ ერთეულშიამ წესით რეგულირებადიანაზღაურების გარეშესაქმიანობა;
სტაჟიორი - პირირომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას;
)კანდიდატი - პირირომელსაც ამ წესის შესაბამისად წარდგენილი აქვს განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ.

თავი II. სტაჟიორის სტატუსი

მუხლი 4.

1. 
სტაჟიორად შეიძლება დაინიშნოს:
უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირირომელსაც მინიჭებული აქვს იურისტის კვალიფიკაცია;
დამამთავრებელი ან დამამთავრებელის წინა კურსის სტუდენტი.
2. 
სტაჟიორიროგორც წესიმიიღება გასაუბრების საფუძველზესტაჟიორთა მიღება შეიძლება განხორციელდეს ასევეკონკურსის წესითაც.

მუხლი 5.

1. 
კანდიდატთან გასაუბრებას ატარებს სტაჟირების კომისია (შემდგომში - კომისია).
2. 
კომისია კანდიდატებიდან არჩევს საუკეთესო მონაცემებისა და შედეგების მქონე პირებს და ხმათა უმრავლესობითიღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის მიზანშეწონილობის თაობაზეთანაბარი ხმებისშემთხვევაშიგადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კომისიის თავმჯდომარის ხმას.
3. 
სასამართლოში კანდიდატის დანიშვნას ახორციელებს სასამართლოს თავმჯდომარე კომისიასთან შეთანხმებით.ხოლო საბჭოში სტაჟირების გავლის შემთხვევაში - საბჭოს მდივანი.

მუხლი 6. 

1. 
სასამართლოში სტაჟირების გავლის თაობაზე განაცხადის წარდგენისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების შესახებგადაწყვეტილებას იღებს კომისია.
2. 
საბჭოში სტაჟირების გავლის შემთხვევაში განაცხადი წარედგინება საბჭოს საკადრო საკითხთა და საქმისწარმოებისდეპარტამენტს.

მუხლი 7.

1. 
სტაჟირების ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 6 თვით.
2. 
განსაკუთრებულ შემთხვევაში სტაჟირების ვადა დამატებით შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 6 თვით.გადაწყვეტილებას სტაჟირების ვადის გაგრძელების თაობაზე იღებს სასამართლოს თავმჯდომარე კომისიასთანშეთანხმებით. 
3. 
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების სერტიფიკატი.

მუხლი 8.

სტაჟიორთა რაოდენობაროგორც წესისასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს შტატით გათვალისწინებულმოსამსახურეთა საერთო რაოდენობის 1/3-.

მუხლი 9. 

1. 
სტაჟიორის სასამართლოში მიღებისას იხსნება მისი პირადი საქმე.
2. 
სტაჟიორის პირადი საქმის წარმოება და მისი შემდგომი კონტროლი ევალება სასამართლოს იმ სტრუქტურულერთეულსრომლის კომპეტენციაშიც შედის საკადრო საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმება.


თავი III. სტაჟიორის უფლებები და მოვალეობები

მუხლი 10.

1.
სტაჟიორს უფლება აქვს:
სასამართლოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ნებართვით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას(საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკითელექტრონული საშუალებებით და სხვა),თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებსდაესწროს დამონაწილეობა მიიღოს სასამართლოს ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში;
გაეცნოს სასამართლოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის სპეციფიკასიმ საკითხების მომზადებასა დასათანადო დოკუმენტების შედგენასრომლებიც მოცემულ სფეროს განეკუთვნება და მიღებული ცოდნა გამოიყენოსდაკისრებული შესრულებისას.
2. 
სტაჟიორი შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით და პასუხისმგებელი მოხელისმეთვალყურეობით ასრულებს კონკრეტულცალკეულ დავალებებსრომელიც შეიძლება ეხებოდეს სასამართლოსსტრუქტურული ქვედანაყოფის ან ზოგადად სასამართლოს საქმიანობის საკითხებს.

მუხლი 11.

1. 
სტაჟიორს უფლება აქვს დააყენოს წინადადება კომისიის თავმჯდომარის წინაშე იმავე სასამართლოს სხვასტრუქტურულ ერთეულში ან სხვა სასამართლოში გადაყვანის შესახებ.
2. 
კომისიის თავმჯდომარე სტაჟიორის მოსწრებისა და ცოდნის დონისაგრეთვე სასამართლოს შესაბამისისტუქრურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზეუფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებასტაჟიორის გადაყვანის შესახებ.

მუხლი 12

1. 
სტაჟიორი მოვალეა:
გაეცნოს საერთო სასამართლოების მარეგლამენტირებელ კანონმდებლობას და მასზე დაკისრებული დავალებებისშესრულებისას იხელმძღვანელოს შესაბამისი სამართებრივი აქტებით.
დადგენილ ვადებში შეასრულოს სასამართლოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ყველადავალება.
2. 
სტაჟიორი ვალდებულია სტაჟირების პერიოდში სასამართლოს თავმჯდომარის ან შესაბამისი სტრუქტურულიქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითების შემთხვევაში აწარმოოს პირადი მოსწრების დღიური და მასში ასახოსჩატარებული სამუშაოები თემატიკის ჩვენებით.

მუხლი 13.

1. 
სტაჟიორი ვალდებულია სასამართლოში გამოცხადდეს და იმყოფებოდეს სასამართლოს შინაგანაწესითგათვალისწინებულ მოხელეთა სამსახურში გამოცხადებისა და ყოფნის დროისათვის.
2.
 დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სტაჟიორისათვის სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლებაგანისაზღვროს სასამართლოში გამოცხადებისა და ყოფნის განსხვავებული რეჟიმი. 
3. 
ხელწერილი ამ წესისა და სასამართლოს შინაგანაწესის გაცნობის შესახებ თან ერთვის სტაჟიორის პირად საქმეს.


თავი IV. სასამართლოს მოვალეობები

მუხლი 14.

სასამართლოს ადმინისტრაცია სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევების პრაქტიკულიგამოცდილების შესაძენად.

მუხლი 15.

1. 
სტაჟირების უშუალო ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ პირადი მოსწრების დღიურისწარმოებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იგი სტაჟიორს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკასაძლევსდავალებებს და შესაბამისად აკონტროლებს მათ შესრულებას. 
2. 
სტაჟირების უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და საჭიროების შემთხვევაშიგანუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადამიაწოდოს აღნიშულთან დაკავშირებით დროული დასწორი ინფორმაცია.

მუხლი 16.

სტაჟირების უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია სასამართლოს თავმჯდომარეს სისტემატურად ან წინასწარდადგენილ ვადაში ჩააბაროს ანგარიში სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.


თავი V. სტაჟირების კომისია

მუხლი 17.

1. 
სტაჟიორების შერჩევის მიზნით იქმნება შესაბამისი სასამართლოს სტაჟირების კომისია.
2. 
სტაჟირების კომისიაროგორც წესიშედგება კომისიის თავმჯდომარისა და წევრისაგან.
3. 
კომისიის თავმჯდომარეს საბჭოს მდივნის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოკომისიის წევრებს საბჭოსმდივანთან შეთნხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარე.
4. 
კომისიის თავმჯდომარესაჭიროების შემთხვევაშიუფლებამოსილია კომისიის სხდომაზე მოიწვიოს შესაბამისისაამართლოს თავმჯდომარე.
5. 
საბჭოს სტაჟირების კომისია იქმნება ამ მუხლით დადგენილი წესით.

მუხლი 18. 

1. 
კომისიაროგორც წესიგასაუბრებას აწყობს წელიწადში ორჯერ.
2. 
გადაწყვეტილებას გასაუბრების გადადების შესახებ იღებს კომისიის თავმჯდომარე საბჭოს მდივანთან შეთანხმებით.
3. 
კომისიის გადაწყვეტილებით გასაუბრებასთან ერთად შეიძლება ჩატარდეს ტესტირებაც.


თავი VI. სტაჟირების გავლის სხვა პირობები

მუხლი 19.

1. 
სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია:
სტაჟირების პერიოდში სასამართლოში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა ანდაგვიანებით გამოცხადება;
დავალების შეუსრულებლობა;
სასამართლოსათვის ქონებრივი ზიანის მიყენება;
საზოგადოებრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და სასამართლოს დისკრედიტიზაციისაკენ მიმართულიუღირსი საქციელი;
პირადი განცხადება; 
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საფუძვლები.
2. 
სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლოს თავმჯდომარე კომისიასთან შეთანხმებით.

მუხლი 20.

საბჭოსა და საერთო სასამართლოებში ამ წესის შესაბამისად სტაჟირების გავლას საერთო კოორდინაციას უწევს საბჭოსსაკადრო 

საკითხთა და საქმის წარმოების დეპარტამენტიდეპარტამენტი ვალდებულია სტაჟირების საკითხებზე 6თვეში ერთხელ იმფორმაცია მიაწოდოს საბჭოს მდივანსა და კომისიის თავმჯდომარეს.

 
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია