Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

komunikaciis standartebi

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს 

 საერთო სასამართლოებში 

მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტები 

 

თავი I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. მოქმედების სფერო

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში 

მოქალაქესთან კომუნიკაციისსტანდარტები (შემდგომში - სტანდარტებიგანსაზღვრავს 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთო სასამართლოებისმოხელეთა მოქალაქეებთან უშუალო 

და ელექტრონული კომუნიკაციის წესსარეგულირებს მოსამართლის კომუნიკაციასსხდომათა 

დარბაზშიადგენს მოხელის გარეგნობის სტანდარტს.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

სტანდარტებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: 

მოქალაქე 

– ნებისმიერი პირირომელიც უშუალო ან ელექტრონულ კომუნიკაციას ამყარებს მოხელესთან; 

მოხელე 

– საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საერთო სასამართლოს თანამშრომელი 

(მათ შორისმოსამართლემანდატური და სტაჟიორი), რომელიც სამსახურეობრივი 

უფლება-მოვალეობების განხორციელებისასუშუალო ან ელექტრონულ კომუნიკაციას ამყარებს მოქალაქესთან; 

კომუნიკაცია – ნებისმიერი სახის ურთიერთობა მოხელესა და მოქალაქეს შორის. 

 

მუხლი 3. პრინციპები

1. სტანდარტები ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: 

კეთილსინდისიერება; 

კეთილგანწყობა; 

სისწრაფე; 

სიმარტივე; 

უწყვეტობა. 

2. მოხელე ვალდებულია კეთილსინდისიერად განახორციელოს მისთვის მინდობილი  

 უფლებამოსილებანი და მასზედაკისრებული ვალდებულებებიაღიქვამდეს პასუხისმგებლობას 

 რომ ახორციელებს კანონმდებლობით მისთვისდაკისრებულ უფლებამოსილებას. 

 

თავი II

უშუალო კომუნიკაცია

 

მუხლი 4. კომუნიკაციის დაწყება

მოქალაქის მიღებისას მოხელე ვალდებულია: 

დაამყაროს მასთან თვალებით კონტაქტი და გაუღიმოს; 

მიესალმოს მას მეგობრულად (ფამილარობის გარეშე); 

მიმართოს მას სახელითთუკი აღნიშნული ცნობილია მისთვის 

აგრძნობინოს მას კეთილგანწყობა; 

შესთავაზოს მას დახმარება (,,რით შემიძლია დაგეხმაროთ?”). 

 

მუხლი 5. კომუნიკაციის მიმდინარეობა

1. მოხელემ მოქალაქეს უნდა მიმართოს სახელით (თუ მოხელემ არ იცის მოქალაქის  სახელი და არც

  მისისაიდენტიფიკაციო დოკუმენტი აქვსმას შეუძლია მოქალაქეს მიმართოს  კითხვით ,,უკაცრავად

თქვენი სახელია?”, ან,,უკაცრავადროგორ მოგმართოთ?”, ან  ,,უკაცრავადთქვენს სახელს ხომ ვერ 

შემახსენებთ?”, ან სხვ.), ესაუბროსთქვენობით და მოიხსენიოს იგი სიტყვებით ,,ქალბატონო” ან 

,,ბატონო”. 

2. მოხელე ვალდებულია ყურადღების კონცენტრირება მოახდინოს მოქალაქეზემოხელის კომუნიკაცია

  მოქალაქესთანუნდა ატარებდეს უწყვეტ ხასიათსდაუშვებელია მოქალაქესთან კომუნიკაციის 

თანადროულად ნებისმიერი სხვამოქმედების შესრულება (მაგჭამასმასაღეჭი რეზინის ღეჭვა

მესამე პირთან საუბარისაბუთების დაწყობა,კომპიუტერში რაიმეს კეთება და ..). მოქალაქესთან 

კომუნიკაციის შეფერხებისას (მაგსამსახურეობრივი სატელეფონოზარიმესამე პირის შეკითხვა

მოქალაქის დატოვება მისთვისვე აუცილებელ საქმეზე და ..) მოხელემ უნდა მოიხადოსბოდიში და

  სასწრაფოდ მოაგვაროს შექმნილი შეფერხებასასურველიარომ კომუნიკაციის განახლებისას 

მოხელემმოქალაქეს კიდევ ერთხელ მოუხადოს ბოდიში შექმნილი შეფერხებისათვისთუ მოქალაქესთან

  ურთიერთობისშეფერხების მიზეზი მესამე პირის შეკითხვაამოხელემ უნდა სთხოვოს მესამე პირს

  დალოდებაკითხვაზე პასუხი კიმხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გასცეს. 

3. მოხელემ ყურადღებით უნდა მოუსმინოს და არ გააწყვეტინოს სათქმელი მოქალაქესსათქმელის 

დასრულების შემდეგმოხელემ კითხვებით უნდა მიმართოს მოქალაქესთუ მისი მოთხოვნის არსი არაა 

ნათელი ან დაზუსტებას საჭიროებს. 

4. სასურველია მოხელემ მოქალაქესთან კომუნიკაცია აწარმოოს წინადადებათა პოზიტიური და არა 

ნეგატიურიფორმულირებითმოხელემ მოთხოვნის დაკმაყოფილების დაუშვებლობის ნაცვლად 

აქცენტირება უნდა მოახდინოსპროცესუალურ ალტერნატივაზეამგვარის არსებობის შემთხვევაში.

5. მოხელემ უნდა ისაუბროს ლაკონურად და მარტივი ენითმოხელემ არაიურისტ მოქალაქესთან 

კომუნიკაციისას უნდაგამოიყენოს იურიდიული განათლების არმქონეჩვეულებრივიგონიერი 

დამიანისათვის გასაგები ტერმინოლოგია დაგანმარტოს იმგვარ ცნებათა მნიშვნელობარაც 

მოქალაქისათვის არ იქნება გასაგები. 

6. მოხელე ვალდებულია დაიცვას მოქალაქის უფლება პირადკომერციულ 

ან/და პროფესიულ საიდუმლობაზე – არგანაცხადოს 

მათ შესახებ სხვათა გასაგონადთუ აღნიშნული თავად მოქალაქის მოთხოვნას არ

  წარმოადგენს. 

7. მოხელემ მოქალაქეს უნდა მიაწოდოს მის ხელთ არსებული სრული და უტყუარი ინფორმაცია

თუ მოხელეს ეჭვიეპარება გასაცემი ინფორმაციის ნამდვილობაშიმან უნდა მოიხადოს ბოდიში 

და გადაამოწმოს ინფორმაციის ნამდვილობაკომპეტენტურ მოხელესთანმოხელე ვალდებულია 

თავად მოიძიოს მისთვის უცნობიმაგრამ დაწესებულებაში დაცულიინფორმაციაამ ვალდებულების 

განხორციელებისათვის მოხელე უფლებამოსილია დაუკავშირდეს სხვა მოხელეს მისისტრუქტურული

  კუთვნილებისა და ადგილსამყოფლის მიუხედავადმოხელე თავისუფლდება ამ ვალდებულების

 განხორციელებისაგანთუ ინფორმაციის მოპოვება ობიექტურად შეუძლებელია ან მოქალაქის 

ინტერესებიდანგამომდინარეგაუმართლებელიასეთ შემთხვევაში მოხელემ უნდა გადაამისამართოს

  მოქალაქე 

8. იმ შემთხვევაშითუ მართებულ მიზეზთა გამო ვერ ხერხდება მოქალაქის რაიმე მოთხოვნის 

დაკმაყოფილებამოხელევალდებულია გამოხატოს მწუხარება აღნიშნულის თაობაზე („ვწუხვარ

მაგრამ...”) და დაასაბუთოს უარი. 

9. მოხელე არ უნდა ედავოს თანამშრომელს მოქალაქის თანდასწრებით. 

 

მუხლი 6. მოქალაქის გადამისამართება

1. გადამისამართებისას მოხელემ უნდა განუმარტოს მოქალაქეს გადამისამართების მიზეზი. 

2. გადამისამართება შესაძლოა ატარებდეს ზოგად 

ან/და პერსონიფიცირებულ ხასიათსმოხელემ მოქალაქეს უნდამიუთითოს გადამისამართების სუბიექტის 

მაქსიმალურად სრულყოფილი საკონტაქტო მონაცემები (სახელი და გვარი;თანამდებობასახელწოდება;

 მისამართიტელეფონისა და ფაქსის ნომრებიელექტრონული ფოსტის მისამართისამუშაოსაათები). 

მოხელეს შეუძლია მოქალაქეს მიუთითოს გადამისამართების სუბიექტთა რამოდენიმე ალტერნატივაზე,

 მათიარსებობის შემთხვევაში. 

3. მოთხოვნის შემთხვევაში მოქალაქეს შესაძლებელია წერილობითი ფორმით მიეწოდოს 

გადამისამართების სუბიექტისსაკონტაქტო მონაცემები. 

 

მუხლი 7. კომუნიკაცია უკმაყოფილო მოქალაქესთან

1. მოხელემ ყურადღებით უნდა მოუსმინოს უკმაყოფილო მოქალაქეს. 

2. თუ მოქალაქის უკმაყოფილება გამოწვეულია დაწესებულების ბრალითმოხელემ უნდა აღიაროს

  აღნიშნულიმოიხადოსბოდიში და რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედოს შექმნილი პრობლემის 

გამოსასწორებლადთუნდაც იგი უშუალოდ მისიბრალით არ იყოს გამოწვეულითუ მოხელე არაა 

უფლებამოსილი აღმოფხვრას პრობლემაიგი ვალდებულია თავადდაუკავშირდეს კომპეტენტურ 

თანამშრომელსთუ დაკავშირება შეუძლებელია ან არაეფექტურიმოხელემ უნდაგადაამისამართოს 

მოქალაქე. 

3. მოხელემ არ უნდა დაადანაშაულოს მოქალაქე ტყუილშითუნდაც იგი დარწმუნებული იყოს 

აღნიშნულში. 

4. მოხელემ უნდა შეატყობინოს მოქალაქეს პრობლემის მოსაგვარებლად მიღებული ზომები და ვადა

რაც მისაღმოსაფხვრელად იქნება საჭირო. 

5. თუ პრობლემის მოგვარება ვერ ხერხდება გონივრულ ვადაშიმოხელემ უნდა ჩაინიშნოს მოქალაქის 

საკონტაქტომონაცემებიშეატყობინოსრომ განსაზღვრულ დროს ან პერიოდში დაუკავშირდება და 

მოუხადოს ბოდიშიმოხელემ არუნდა დაარღვიოს დათქმული ვადაიმ შემთხვევაშითუ აღმოჩნდება

რომ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელიადამატებითი დრომოხელე უნდა დაუკავშირდეს

  მოქალაქეს დათქმულ დროს ან პერიოდშიგანუმარტოს შეფერხებისმიზეზებიმოიხადოს ბოდიში და 

ამცნოს შემდეგი დაკავშირების ვადა. 

 

მუხლი 8. კომუნიკაცია ტექნიკური პრობლემით გამოწვეული შეფერხებისას თუ მოთხოვნის 

დაკმაყოფილება ფერხდებატექნიკური მიზეზითმოხელემ მოქალაქეს უნდა მოუხადოს ბოდიში

მოხელემ არ უნდა განიხილოს შექმნილი პრობლემამოქალაქესთანთუ შეფერხება ხანმოკლე ხასიათს

  ატარებსმოხელემ უნდა აუხსნას მოქალაქეს შეფერხების მიზეზები,ამცნოს შეფერხების მიახლოებითი 

ვადა და შესთავაზოს ალტერნატივები (მათი არსებობის შემთხვევაში), თუ შეფერხებახანგრძლივ 

ხასიათს ატარებს

 

მუხლი 9. კომუნიკაციის დასრულება

1. კომუნიკაციის დასრულებისას მოხელემ მოქალაქესთან უნდა დაამყაროს თვალებით კონტაქტი 

და გაუღიმოს. 

2. მოხელე უნდა დარწმუნდეს იმაშირომ მოქალაქე კმაყოფილი დარჩა მასთან კომუნიკაციით

თუ მოქალაქეუკმაყოფილოასასურველია მოხელემ სცადოს მისი დამოკიდებულების გამოსწორება

მოხელეს შეუძლია შესთავაზოსმოქალაქეს დაწესებულების სავიზიტო ბარათიმოხელემ უნდა 

გამოხატოს მზადყოფნა შემდგომი დახმარებისათვის.

3. მოხელე უნდა დაემშვიდობოს მოქალაქეს და გადაუხადოს მადლობა.

4. მოქალაქესთან დამშვიდობებამდე მოხელემ არ უნდა დაიწყოს კომუნიკაცია მომდევნო 

მოქალაქესთან.

 

თავი III

ელექტრონული კომუნიკაცია

 

მუხლი 10. ზოგადი დებულება

ელექტრონული კომუნიკაცია წარმოებს II თავით დადგენილი წესების დაცვითამ თავში მოცემული 

ცვლილებებისა დადამატებების გათვალისწინებით.

 

მუხლი 11. სატელეფონო კომინიკაცია

1. მოხელე ვალდებულია სამუშაო დღის დაწყებისას და შემდგომ პერიოდულად დარწმუნდეს

რომ მისისამსახურეობრივი ტელეფონი მუშა მდგომარეობაშია. 

2. მოხელემ ყურმილი უნდა აიღოს არაუგვიანეს მესამე ზარისა. 

3. მოხელემ უნდა დაასახელოს მისი სახელი და გვარი და მიმართოს მოქალაქეს სიტყვით ,,გისმენთ”. 

4. მოხელემ ტელეფონზე უნდა ისაუბროს სასიამოვნოსაშუალო ტონით და არ უნდა აგრძნობინოს 

მოქალაქესრომეჩქარება. 

5. საჭიროების შემთხვევაში მოხელეს შეუძლია გადაამისამართოს მოქალაქე. 

 

მუხლი 12. კომუნიკაცია ელექტრონული ფოსტით

1. მოხელე ვალდებულია სამუშაო დღის დაწყებისას და შემდგომ პერიოდულად შეამოწმოს მისი 

სამსახურეობრივიელექტრონული ფოსტა. 

2. მოხელე ვალდებულია 16:00 საათამდე შემოსულ ელექტრონულ წერილებს უპასუხოს იმავე დღეს,

 ხოლო 16:00 საათისშემდეგ შემოსულ ელექტრონულ წერილებს 

– მეორე დღესგარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგონივრულად გამართლებული 

გამონაკლისებისა. 

3. მოხელის ელექტრონული წერილი უნდა დაიწეროს დანართი 1-ში მოცემული ფორმის დაცვით. 

 

თავი IV

მოსამართლის კომუნიკაცია სხდომათა დარბაზში

 

მუხლი 13. ზოგადი დებულება 

მოსამართლის კომუნიკაცია სხდომათა დარბაზში წარმოებს II თავით დადგენილი წესების დაცვით

ამ თავში მოცემულიცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით. 

 

მუხლი 14. მოსამართლის კომუნიკაცია სხდომათა დარბაზში

1. მოსამართლე თავდაჭერილად და პატივისცემით უნდა ეპყრობოდეს მოქალაქეებს. 

2. მოსამართლემ უნდა ისაუბროს ოფიციალური სტილითპრინციპული ტონით და საჭიროების 

მიხედვით იყოს ზომიერადმკაცრიმაგრამ არ შელახოს მოქალაქის ღირსება. 

3. მოსამართლემ ყურადღებით უნდა მოუსმინოს მოქალაქეებს და არ გააწყვეტინოს მათ სიტყვა

ეს წესი არ მოქმედებს,თუ მოქალაქის სიტყვა შეუსაბამოა საქმის არსთან ან მიზნად ისახავს საქმის

  განხილვის გაუმართლებელ გაჭიანურებას. 

4. მოსამართლე არ უნდა შევიდეს მოქალაქესთან კონფლიქტში და არც ფამილარული დამოკიდებულება 

არ უნდაგამოამჟღავნოს. 

5. მოსამართლემ უნდა ისაუბროს ლაკონურად და მარტივი ენითრათა მოქალაქისათვის ნათელი იყოს 

მისი კითხვის,მოთხოვნისა თუ გადაწყვეტილების შინაარსი. 

6. მოსამართლის კომუნიკაცია არ უნდა იწვევდეს ობიექტურ ეჭვს მისი მიკერძოებულობის ან 

ამოკიდებულებისთაობაზე. 

7. მოსამართლემროგორც ნეიტრალურმა არბიტრმაარ უნდა გამოხატოს მისი პიროვნული 

დამოკიდებულება დაემოციები არც ვერბალური და არც არავერბალური (მიმიკასხეულის მოძრაობა 

და სხვ.) ფორმით. 

8. ამ თავის წესები მოსამართლემ თანაბრად უნდა გაავრცელოს საქმეში მონაწილე ყველა მოქალაქის 

მიმართ. 

 

თავი V

მანდატურის კომუნიკაცია მოქალაქესთან

 

მუხლი 15. ზოგადი დებულება

მანდატურის კომუნიკაცია მოქალაქესთან წარმოებს II თავით დადგენილი წესების დაცვითამ თავში 

მოცემულიცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით. 

 

მუხლი 16. მანდატურის კომუნიკაცია მოქალაქესთან

1. მანდატური თავისი საქციელითა და საუბრის მანერით პატივისცემასა და კეთილგანწყობას უნდა 

იწვევდეს მოქალაქეშიდა არა შიშსა და დაძაბულობას. 

2. მანდატური გულისხმიერად უნდა მოეკიდოს მოქალაქის ნებისმიერ მოთხოვნასა და კითხვას

მიასწავლოს მასსხდომათა დარბაზის მდებარეობაწარუდგინოს პასუხისმგებელ მოხელესსაჭიროების 

შემთხვევაში დაეხმაროსგადაადგილებაში. 

3. თუ მოქალაქეს ემჩნევა დაბნეულობამანდატური ვალდებულია თავად შესთავაზოს მას დახმარება 

(,,რით შემიძლიადაგეხმაროთ?”, ,,რამე ხომ არ გჭირდებათ?”). 

 

თავი VI

გარეგნობის ზოგადი სტანდარტი

 

მუხლი 17. ზოგადი დებულებები 

1. ამ თავში მოცემული ნორმები მხოლოდ იმ ნაწილში ვრცელდება მოსამართლეებსა და მანდატურებზე,

 რაც სპეციალურიკანონმდებლობით არ არის დადგენილი. 

2. მოხელე უნდა ცდილობდეს შექმნას სასიამოვნო და ეფექტური სამუშაო გარემოიგი თავისი 

გარეგნობით უნდაშეესაბამებოდეს მოხელის პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს. 

 

მუხლი 18. ტანსაცმელი

1. რეკომენდირებულია მოხელე იმოსებოდეს კლასიკურად (კლასიკური პიჯაკიკოსტუმიჰალსტუხი

პერანგიქვედაბოლოდა სხვ.). 

2. მოხელე უნდა იმოსებოდეს სადადელეგანტურად და გემოვნებითდაუშვებელია შეუფერებელი

გამომწვევი,ვულგარულიავანგარდული ან/და ექსცენტრული ჩაცმულობა. 

3. დაუშვებელია საქმიან სტილთან სხვა სტილის (მაგსპორტულისაშინაო და სხვ.) აღრევა. 

4. მოხელემ თავიდან უნდა აიცილოს ტანსაცმლის ფერთა სიჭარბეტანსაცმელში სასურველია მაქსიმუმ 

ოთხი ფერიფიგურირებდესოთხიდან მინიმუმ ერთი ფერი უნდა იყოს ნეიტრალური (შავი ან თეთრი 

ტონალობები (კრემისფერი,რძისფერი)). ფერთაგან რეკომენდირებულია შავინაცრისფერიყავისფერი

თეთრი ან/და მუქი ლურჯი. 

5. დაუშვებელია იმგვარი სამოსლის ტარებარომელზეც წერია შეურაცხმყოფელი გამონათქვამი

გამოსახულიავულგარული სურათი ან/და კარიკატურა.

6. როგორც ქალიისე კაცი მოხელეებისათვის აკრძალულია მოკლე შარვლის ტარება.

7. კაბარომელსაც ქალი მოხელე ატარებსარ უნდა იყოს ღრმად ჩაჭრილი და არ უნდა სცდებოდეს 

მის მუხლებს.

8. ქალი მოხელეებისათვის დაუშვებელია ღრმად ჩაჭრილი ზედატანის ტარება.

9. მამაკაცი მოხელეებისათვის მიზანშეწონილია ჰალსტუხის ტარება.

10. დაუშვებელია ტანსაცმლის მასალას შეადგენდეს ჯინსის ნაჭერი.

 

მუხლი 19. ფეხსაცმელი და აქსესუარები

1. მოხელემ უნდა ატაროს ყავისფერიშავი ან სხვა მუქი ფერის ფეხსაცმელი და ერთი ტონალობის

 წინდები.

2. მოხელემ გემოვნებით და მათი პრაქტიკული დანიშნულებიდან გამომდინარე უნდა შეარჩიოს 

აქსესუარები (მაგქუდი,ხელთათმანიხელჩანთასამაჯურიყელსაბნევი და სხვ.)

3. დაუშვებელია სასამართლოს შენობაში ქუდისკეპის ან სხვა თავსაბურავის ტარებაგარდა 

რელიგიური ან სხვა ნიშნითგამართლებული გამონაკლისებისა.

 

მუხლი 20. თავის მოვლა

1. მოხელე უნდა გამოიყურებოდეს სოლიდურად და მუდმივად უნდა იყოს

მოწესრიგებული.

2. მოხელემ ყოველდღიური პარფიუმერია და კოსმეტიკა უნდა შეარჩიოს გემოვნებით და გამოიყენოს 

ზომიერადრათაგაღიზიანებას არ იწვევდეს სხვა მოხელეებსა და მოქალაქეებში.

 

თავი VII

გარეგნობის სპეციალური სტანდარტი

 

მუხლი 21. ზოგადი დებულებები

1. გარეგნობის სპეციალური სტანდარტზე ვრცელდება VI თავის ნორმათა მოქმედებაამ თავში 

მოცემული ცვლილებებისადა დამატებების გათვალისწინებით.

2. გარეგნობის სპეციალური სტანდარტის მოქმედება ვრცელდება ყველა იმ მოხელეზევინც 

პერმანენტულ და უშუალოკომუნიკაციას ამყარებს მოქალაქესთან (მაგსხდომის მდივანი

მოსამართლის თანაშემწემისაღების მოხელესტაჟიორიდა სხვ.).

3. გარეგნობის სპეციალური სტანდარტი არ ვრცელდება მოსამართლეებსა და მანდატურებზე.

 

მუხლი 22. ტანსაცმელი

1. მოხელე ვალდებულია იმოსებოდეს კლასიკურად (კლასიკური პიჯაკიკოსტუმიჰალსტუხიპერანგი,

 ქვედაბოლო დასხვ.).

2. სხდომის მდივანი ვალდებულია სხდომათა დარბაზში ატაროს თეთრი ფერისა და კლასიკური 

სტილის ზედატანი ანპერანგი.

3. კაცი მოხელე ვალდებულია ატაროს ჰალსტუხი.

 

მუხლი 23. მოხელის იდენტიფიცირების ნიშანი (ბეჯი)

1. მოხელე ვალდებულია ატაროს მისი ვინაობის იდენტიფიცირების ნიშანი (ბეჯი).

2. მოხელის იდენტიფიცირების ნიშანზე (ბეჯზეაღინიშნება მოხელის სახელიგვარი და თანამდებობა.

 

მუხლი 24. პასუხისმგებლობა სტანდარტების დარღვევისათვის

 

მოხელის მიერ სტანდარტების დარღვევა გამოიწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას  

კანონმდებლობით დადგენილიწესით.

 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია