Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ზუგდიდის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს

09-06-2015
ზუგდიდის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს

ზუგდიდის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს, აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით. კონკურსში მონაწილოებას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს შესაბამისი ვაკანსიისთვის დადგენილ მოთხოვნებს. კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთან მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. კონკურსს ჩაატარებს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 19 ივნისი. ვაკანსიების ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ ,, ზუგდიდის რაიონული სასამართლო".

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია