Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

იმიტირებული სასამართლო პროცესი

10-12-2015
იმიტირებული სასამართლო პროცესი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ინიციატივით, 9 დეკემბერს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. პროექტის მიზანია მესამე და მეოთხე საფეხურის სკოლის მოსწავლეებისთვის ადვოკატირების უნარ-ჩვევების გამომუშავება, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება, მოსწავლეების დაინტერესება სამართლის დარგით და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. ღონისძიებას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი პაპავა დაესწრო. ე.წ. პროცესზე „ბრალდებულის", "მოსამართლის", "პროკურორის" და „ადვოკატის" იმიტირებული როლები სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს, „ნაფიცმსაჯულებად" კი ადგილობრივი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ჩაერთვნენ. ე.წ. „პროცესზე" განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრული იმიტირებული  „საქმე" განიხილეს.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია