Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ინფორმაცია

29-11-2017
ინფორმაცია

მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში მომხდარი მკვლელობისა და ყაჩაღობის ფაქტზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დასრულდა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდებულ რ.მ-ს მიმართ, რომელსაც ბრალად შერაცხული ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’  ქვეპუნქტით  და   სსკ-ის  109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’  ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში  ჯგუფურად, ანგარებით), სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’  ქვეპუნქტი  და  სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის  ,,ბ’’ და  ,,გ’’   ქვეპუნქტებით, სსკ-ის   260-ე  მუხლის მესამე  ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და   სსკ-ის 260-ე  მუხლის მეექვსე  ნაწილის  ,,ა’’   ქვეპუნქტით და  სსკ-ის 273-ე მუხლით.


ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, 12 ნაფიცი მსაჯულის შემადგენლობით, კანონით განსაზღვრულ დროში - 7 საათიანი მსჯელობის შედეგად, ბრალდების სიმძიმის მზარდი თანმიმდევრობით, გამოიტანა წარდგენილი ბრალდების ნაწილზე გამამტყუნებელი ვერდიქტი, ხოლო  წარდგენილი ბრალდების ნაწილზე გამამართლებელი ვერდიქტი. 


სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული ვერდიქტის საფუძველზე რ.მ საქართველოს სსკ-ის   260-ე  მუხლის მესამე  ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და  სსკ-ის  260-ე  მუხლის მეექვსე  ნაწილის  ,,ა’’ ქვეპუნქტით  წარდგენილ  ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა. 


რ. მ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის   273-ე  მუხლით, სსკ-ის  179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’  ქვეპუნქტით და  სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის  ,,ბ’’ და  ,,გ’’   ქვეპუნქტებით,  სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’  ქვეპუნქტით და  სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’  ქვეპუნქტით და   საბოლოოდ სასჯელის სახედ და   ზომად  განესაზღვრა  თავისუფლების აღკვეთა  18 (თვრამეტი)  წლის ვადით  და ჯარიმა  3000 (სამი ათასი) ლარი  სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.


 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია