Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

Cvens Sesaxeb

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

10-02-2014
ზუგდიდის რაიონული სასამართლო

ზუგდიდის რაიონული სასამართლო მდებარეობს ზუგდიდში, გრ. ქობალიას №12-შინაგებობა, რომელიც აშენდა 1988-1989 წლებში, თავდაპირველად ორსართულიანი იყო, ხოლო 2001 წელს დააშენეს მესამე სართული. 2007 წელს, სასამართლო რეფორმის ფარგლებში, განხორციელდა მისი რეკონსტრუქცია, რის შემდეგაც ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფუნქციონირება გააგრძელა განახლებულ შენობაში. პირველ სართულზე განთავსებულია სასამართლოს მისაღები, სადაც მიმდინარეობს მოქალაქეთა მომსახურება (განცხადებების მიღება, წერილობითი პასუხების გაცემა, პროცესუალური კონსულტაცია და ..). ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განთავსებულია ხუთი თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხდომის 5 დარბაზი, რომელთაგან ორი განკუთვნილია სისხლის სამართლის საქმეების, ხოლო სამი სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განსახილველად. შენობის მესამე სართულზე განთავსებულია მოსამართლეების და სასამართლოს თანამშრომელთა სამუშაო ოთახები. აღსანიშნავია სასამართლოს ეზო და ბაღი, სადაც დარგულია დეკორატიული მცენარეები და რომლის შექმნაშიც დიდი წვლილი მიუძღვის სასამართლოს თავმჯდომარე ნატრული აკობიას. ზუგდიდის გაერთიანებული რაიონული სასამართლო  იურისდიქცია ვრცელდება მესტიისჩხოროწყუსა და წალენჯიხის რაიონებზე. თითოეულ ამ რაიონში იმოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე, რომელიც პირველი ინსტანციის წესით განიხილავს მის განსჯადობას მიკუთვნებულ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებს. იმავდროულად, მაგისტრატ მოსამართლეებს უფლება ექნებათ, საჭიროების შემთხვევაში, განიხილონ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეებიც. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მართლმსაჯულებას აღასრულებს 5 მოსამართლე. სასამართლოში დასაქმებული არის 39 საჯარო მოსამსახურე

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია