ჩხოროწყუს რაიონული სასამართლო მდებარეობდა დაბა ჩხოროწყუ მერაბ კოსტავას ქუჩა №3-ში, 2010 წლიდან კი მდებარეობს დაბა ჩხოროწყუ გობეჩიას ქუჩა №1-ში. ნაგებობა, რომელიც ახლა არის სასამართლო, აშენდა გასული საუკუნის 50-ან წლებში და იქ განთავსებული იყო სტატისტიკის განყოფილება. 2008 წელს აღნიშნულ შენობაში განხორციელდა რეკონსტრუქცია და გადაკეთდა სასამართლოს შენობად, 2010 წელს, სასამართლო რეფორმის ფარგლებში, ჩხოროწყუს მაგისტრატმა სასამართლომ ფუნქციონირება გააგრძელა განახლებულ შენობაში. შენობა ორსართულიანია. პირველ სართულზე განთავსებულია სასამართლოს მისაღები, სადაც მიმდინარეობს მოქალაქეთა მომსახურება (განცხადებების მიღება, წერილობითი პასუხების გაცემა, და ა.შ.). მანდატურის ოთახი და საქმის გასაცნობი ოთახი. შენობის მეორე სართულზე განთავსებულია სხდომის დარბაზი, მოსამართლის და სასამართლოს სხდომის მდივნის სამუშაო ოთახები. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მართლმსაჯულებას აღასრულებს 1 მოსამართლე. სასამართლოში დასაქმებული არის 2 საჯარო მოსამსახურე -
|